ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და ლონდონის "ჩელსის" ყოფილმა ფეხბურთელმა ჯო კოულმა The Dressing Room-ის პოდკასტში "არსენალის" სამომავლო გეგმებზე და მდგომარეობაზე ისაუბრა და კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც გააკეთა.
როგორც მედიაში ვრცელდება ინფორმაცია "მეთოფეები" ქართველი შემტევით ინტერესდებიან და ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მის შეძენას გეგმავენ.
"არსენალს" ახლა კარგი პერიოდი უდგას და პირველ ტიტულის მოგებასთანაც ახლოს არიან. თუ ისინი ჩემპიონატს მოიგებენ მათი წარმატებული პერიოდი გაგრძელდება. შეხედეთ, როგორ ემზადებიან ისინი ახალი სეზონისთვის, უკვე ისმის ხმები, რომ "პარი სენ-ჟერმენიდან" ხვიჩა კვარაცხელიას დამატება სურთ. წარმოიდგინეთ ეს მოთამაშე "არსენალის' მაისურით.
თუ ეს ყველაფერი განხორციელდება და კლუბი ასეთ გაძლიერებას შეძლებს, მაშინ "სიტისაც" "ჩელსისაც" და სხვა წამყვან კლუბებსაც ამის გაკეთება მოუწევთ. ვფიქრობ ერთადერთი პრობლემა, რომელიც ახლა შეიძლება "არსენალს" ჰქონდეს არის მოთამაშეები, რომლებიც მაღალ დონეს აჩვენებენ და ჩემი აზრით მომდევნო სეზონიდან ხელფასების გაზრდას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემტხვევაში კლუბს მათი შენარჩუნება გაუჭირდება," - განაცხადა კოულმა.
გეტყვით, რომ ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით, პსჟ-ს პოზიცია მტკიცე და უცვლელია: კვარაცხელია ხელშეუხებელია და არ იყიდება.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ს ღირსებას 2025 წლის იანვრიდან იცავს, მან მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 37 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.





