ფეხბურთი

12:42 | 26.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

როდრი "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ალაპარაკდა
“ ჩემთვის შეუძლებელია, უარი თქვა მსოფლიოს საუკეთესო კლუბებზე”

მანჩესტერ "სიტის" ესპანელმა ნახევარმცველმა შესაძლოა ზაფხულში ინგლისი დატოვოს და სამშობლოში დაბრუნდეს. ამის შესახებ მან ესპანურ რადიოს, Onda Cero-თან საუბარში განაცხადა.

ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველს მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ "სიტისთან" კონტრაქტის მხოლოდ ერთი წელი დარჩება, რაც მის მომავალს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. თავად ფეხბურთელი არ მალავს, რომ ლა ლიგაში დაბრუნება მისთვის მიმზიდველი ვარიანტია:

„დაბრუნება მსურს, დიახ, რა თქმა უნდა. ჩემთვის ლა ლიგა ის ადგილია, სადაც დავიწყე. ისევ ვადევნებ თვალს, მართალია ისე ხშირად არა, მაგრამ მაინც ვუყურებ. რაც შეეხება პრემიერლიგას, უნდა ვაღიარო, რომ ეს ჩემი სისუსტეა. ვფიქრობ, ეს ძალიან საინტერესო ლიგაა, მაგრამ ამავდროულად ძალიან მომთხოვნი. უკვე შვიდი წელია აქ ვარ, თუმცა ამ ეტაპზე ძალიან ბედნიერი ვარ",

ფეხბურთელმა ასევე ისაუბრა თავის ამჟამინდელ მდგომარეობაზე და პრიორიტეტებზე:

„ახლა ტრავმის შემდეგ აღდგენაზე ვარ კონცენტრირებული და რაც ყველაზე მეტად მადარდებს, არის ჩემი ფორმა, ჩემი დონე და როგორ დავუბრუნდე ძველ მდგომარეობას. კონტრაქტი ახლა არ არის მთავარი, ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. კონტრაქტი კიდევ ერთი წლით მაქვს დარჩენილი, მაგრამ მოვა მომენტი, როცა უნდა დავსხდეთ და ამ საკითხზე ვისაუბროთ",

საუბრის ბოლოს როდრის ჟურნალისტმა "რეალზე" ჰკითხა - "თქვენ, როგორც "ატლეტიკოს" ყოფილი ფეხბურთელი, იტყოდით, თუ არა "რეალში" გადასვლაზე უარს?

"არა, ჩემთვის შეუძლებელია, უარი თქვა მსოფლიოს საუკეთესო კლუბებზე. ამ ყველაფერთან ერთად უკვე ბევრი ფეხბურთელი ყოფილა, რომელსაც ამ ორ კლუბში უთამაშიათ. შეიძლება პირდაპირ არ გადასულან, თუმცა დროთა განმავლობაში ეს მომხდარა. არა?

"რეალს" ჰყავს გულშემატკივრები, რომლებიც ყველაფერს დებენ კლუბისთვის და ჩემთვის ბერნაბეუზე თამაში ყოველთვის საოცარია — ძალიან შთამბეჭდავი სტადიონია", - განაცხადა როდრიმ.


შეგახსენებთ, რომ როდრი მანჩესტერ "სიტის" ღირსებას 2019 წლიდან იცავს, მის სატრანსფერო ღირებულება ტრანსფერმარკეტის მიხედვით 65 მილიონია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.088795