ფეხბურთი

13:50 | 26.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

მბაპე: "მსოფლიო ნეიმარის გარეშე ვერ წარმომიდგენია, მაგრამ ჩემს ყოფილ მწვრთნელსაც ვერ ვეწინააღმდეგები"

მადრიდის "რეალის" ფრანგმა სუპერვარსკვლავმა კილიან მბაპემ საჯაროდ დააფიქსირა თავისი პოზიცია ნეიმარის შესახებ და აღნიშნა, რომ ბრაზილიელი მსოფლიო ფეხბურთისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა.

მბაპეს თქმით, მსოფლიო ჩემპიონატი ვარსკვლავების ტურნირია და ნეიმარის გარეშე მისი წარმოდგენა რთულია:

„ნეიმარი არის ნეიმარი. მსოფლიო ჩემპიონატი ეკუთვნის ვარსკვლავებს და ჩემთვის ნეიმარი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარსკვლავია. ვერ ვხედავ მსოფლიო ჩემპიონატს ნეიმარის გარეშე, მაგრამ ჩემს ყოფილ მწვრთნელს ვერ შევეწინააღმდეგები. ნეიმარს კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ ფორმაში შესასვლელად თავს არ დაზოგავს და მსოფლიოზე აუცილებლად ითამაშებს", - განაცხადა მბაპემ.

შეგახსენებთ, რომ მარტის სანაკრებო პაუზის პერიოდში ბრაზილიის ნაკრები ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს, 27 მარტს საფრანგეთს დაუპირისპირდება, ხოლო 1 აპრილს ხორვატიის ნაკრებს. ამ შეხვედრებში ბრაზილიელი გულშემატკივრები ნაკრებში ნეიმარის დაბრუნებას ელოდებოდნენ, თუმცა კარლო ანჩელოტიმ ის განაცხადს მიღმა დატოვა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.161283