"პარი სენ-ჟერმენის" სენეგალელი თავდამსხმელი იბრაჰიმ მბაიე აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. მისი თმით, ეს გადაწყვეტილება არაფერს ცვლის, რადგან სენეგალის ნაკრებმა მატჩი მოედანზე მოიგო.
"გადაწყვეტილების შესახებ არც კი ვიცოდი, სანამ ჰაკიმიმი არ მითხრა - "ნახე ახალი ამბავი? თასი ჩვენ მოგვცეს", განსაკუთრებული რეაქცია არ მქონია, რადგან ჩვენ მოედანზე მოვიგეთ,“
"მედალი და მოგებული თასი უკვე ჩვენთანაა და განსაკუთრებული ადგილი უჭირავს და ამ ყველაფერს ეს გადაწყვეტილება ვერ შეცვლის", - განაცხადა მბაიემ.
CAF-მა სენეგალის ნაკრებს აფრიკის თასის ფინალში ტექნიკური წაგება (0:3) ჩაუთვალა, ტიტული ჩამოართვა და ის მაროკოს ნაკრებს გადასცა, რომელიც ოფიციალურად გამოაცხადა.
სენეგალელები არ ეთანხმებიან ამ გადაწყვეტილებას და დავა საერთაშორისო დონეზე დაიწყეს. CAS-ი განიხილავს საკითხს და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ სენეგალის ნაკრებს ფინალში მარცხი მოედნიდან ფეხბურთელების თვითნებური გასვლისთვის ჩაუთვალეს.







