ფეხბურთი

15:27 | 26.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ლუიშ კამპუში: "ლანსთან" საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, ამ მატჩის გადადება ფრანგული ფეხბურთის ინტერესებშია"

"პარი სენ-ჟერმენის" სპორტულმა დირექტორმა ლუიშ კამპუშმა ფრანგულ გამოცემასთან "ლანსთან" მატჩის შესაძლო გადადებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

კამპუშის თქმით, მატჩის გადადება არამხოლოდ პსჟ-ს, არამედ მთელი ფრანგული ფეხბურთის ინტერესებშია:


"ლანსთან" არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო, ისინი ჩვენი კარგი მეგობრები არიან. სხვა მეტოქე რომ ყოფილიყო, იგივე გადაწყვეტილებას მივიღებდით. ჩვენ უბრალოდ გვინდა, რომ საფრანგეთი ღირსეულად წარმოვადგინოთ და აღნიშნული მატჩის გადადება არამხოლოდ ჩვენი, არამედ მთელი ფრანგული ფეხბურთის ინტერესებშია.

ჩვენ გვჯერა, რომ ამ გადადების წყალობით საფრანგეთი უკეთ იქნება წარმოდგენილი ევროპაში, რაც საშუალებას მოგვცემს დავაგროვოთ ქულები (UEFA-ს კოეფიციენტების რეიტინგში) და შევინარჩუნოთ მე-5 ადგილი", - განაცხადა კამპუშმა.

პსჟ-ს"ლანსთან" 11 აპრილს გასამართი მატჩის გადადება და სხვა დროს გამართვა იმიტომ სურს, რომ ამ პერიოდში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "ლივერპულთან" უწევს ორი შეხვედრის გამართვა. "პარი სენ-ჟერმენისა" და "ლივერპულის" პირველი შეხვედრა 8 აპრილს გაიმართება, ხოლო საპასუხო მატჩი ინგლისში 14 აპრილს არის ჩანიშნული.

შეგახსენებთ, რომ პსჟ საფრანგეთის ლიგა 1-ს 60 ქულით ლიდერობს, ხოლო "ლანს" 59 ქულა აქვს და მეორეზეა. აქვე ისიც სათმელია, რომ პარიზულ კლუბს ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.158617