ფეხბურთი

18:00 | 26.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-მ ლუის ენრიკესთან კონტრაქტის განახლებაზე მოლაპარაკებები დაიწყო

„პარი სენ-ჟერმენს“ ლუის ენრიკესთან კონტრაქტის განახლება სურს. ამის შესახებ ნიკოლო სკირა იტყობინება.

როგორც იტალიელი ჟურნალისტი სოციალურ ქსელში წერს, ფრანგულმა კლუბმა უკვე დაიწყო მოლაპარაკებები ესპანელ სპეციალისტთან ხელშეკრულების განახლებაზე, რომელიც 2027 წლის ზაფხულში იწურება. ჯერჯერობით, სხვა დეტალები უცნობია.

ლუის ენრიკე პსჟ-ში 2023 წლიდან მუშაობს და გუნდს ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა. გასულ სეზონში „პარი სენ-ჟერმენმა“ მისი ხელმძღვანელობით ტრებლის შესრულება მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.15672