ისრაელის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რან ბენ შიმონმა საქართველოს ნაკრებთან ამხანაგური მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა, სადაც თამაში შეაფასა.
ვფიქრობ, საკმაოდ კარგ გუნდს ვეთამაშეთ. იმედი გამიცრუა ხვიჩამ (იღიმის...), ის ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელია, ზოგადად, საქართველოც ძალიან კარგი ნაკრებია. კარგი რეაგირება გვქონდა თამაშში, ამ შედეგს ვიმსახურებდით, შესაძლოა, უფრო მეტსაც. ჩვენი გეგმა პირველმა გოლმა შეცვალა, მაგრამ მთლიანობაში ყველაფერი შევასრულეთ და ჩამორჩენის მიუხედავად, ხასიათი ვაჩვენეთ. საქართველო უფრო სწრაფი შეტევების გუნდია, ჩვენ კი ბურთის ფლობაზე ვაკეთებთ აქცენტს. დიდი მადლობა ქართველ ხალხს მასპინძლობისთვის და შესანიშნავი დახვედრისთვის", - თქვა ბენ შიმონმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მარტის სანაკრებო ფანჯარაში კიდევ ერთი სპარინგს გამართავს - 29 მარტს, კაუნასში, ლიეტუვის ნაკრებს ესტუმრება.





