სხვა

20:06 | 26.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ხელბურთის ნაკრებში ტიტე კალანდაძეს უცხოელი მწვრთნელი ჩაანაცვლებს

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ტიტე კალანდაძე გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომაზე მიიღეს, სადაც ეროვნული გუნდის ბოლო პერიოდის შედეგები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

კალანდაძესა და მის სამწვრთნელო შტაბს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადეს, ფედერაციამ გუნდის ახალი ეტაპისთვის განსხვავებული ხედვის არჩევა გადაწყვიტა.

უკვე ცნობილია, რომ საქართველოს ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი უცხოელი სპეციალისტი ეყოლება. მისი შერჩევის პროცესი კი ევრო 2028-ის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრის შემდეგ დაიწყება. წილისყრა დღეს, თბილისის დროით 22:00 საათზე, ლისაბონში გაიმართება.

ტიტე კალანდაძის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა მნიშვნელოვანი გამოცდილება დააგროვა და ზედიზედ ორ ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართველები ისრაელთან ორმატჩიან დაპირისპირებაში დამარცხდნენ. ნაკრები ახალ ეტაპზე გადადის და აქცენტს საერთაშორისო გამოცდილების მქონე სპეციალისტზე გააკეთებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.170862