სხვა

1:13 | 27.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ისტორია კიდევ ერთხელ დაიწერა: ბერულავა-მეტელკინას წყვილი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია!

ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული ისტორიული მედლის შემდეგ, ამჯერად უკვე მსოფლიო ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონობა! ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას წყვილი შესანიშნავ ასპარეზობას აგრძელებს და პრაღაში გამართულ ფიგურული ციგურაობის პლანეტის პირველობაზე მორიგი ისტორია დაიწერა. ქართველების დუეტმა წყვილთა თანრიგში პირველად ვერცხლის მედალი მოიპოვეს.

ლუკა და ანასტასია მოკლე პროგრამის შემდეგ მეორე ადგილზე იმყოფებოდნენ, ხოლო თავისუფალი პროგრამა უმაღლეს დონეზე შეასრულეს და მსაჯებისგან 138.96 ქულა დაიმსახურეს. ორი პროგრამის ჯამში მათ 218.41 ქულა დააგროვეს, რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედლები მოეპოვებინათ. ეს საქართველოსთვის ამ დისციპლინაში ისტორიული მიღწევაა.

ბერულავა–მეტელკინამ თავისუფალ პროგრამაში სტაბილურობა შეინარჩუნეს. რომ არა დაშვებული ერთი შეცდომა, სადაც მსაჯებმა მათ ქულები დააკლეს, ჩემპიონობის შანსიც დიდი იყო. ქართული წყვილის გამოსვლა ტრადიციულად გამოირჩეოდა რთული ტექნიკური ელემენტებითა და სუფთა შესრულებით, რაც საბოლოოდ ვერცხლის მედალში აისახა.

მსოფლიო ჩემპიონები გერმანელები - მინერვა ფაბიენ ჰასე და ნიკიტა ვოლოდინი გახდნენ, რომლებმაც 228.33 ქულა დააგროვეს და ოქროს მედალი დამაჯერებლად მოიპოვეს. ბრინჯაოს მედალი კანადელებს - ლია პერეირას და ტრენტ მიშოს ერგოთ.

ბერულავა - მეტელკინა აგრძელებენ წარმატებულ სეზონს, ევროპის ჩემპიონობის შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ქართული წყვილი დღეს მსოფლიო ელიტის ერთ-ერთი ლიდერია და ოქროსთვის ბრძოლა უახლოეს მომავალში სრულიად რეალურია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09665