ფეხბურთი

1:47 | 27.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

იტალიამ პირველი ბარიერი დაძლია: პლეი-ოფის ფინალისტები ცნობილია

უეფას ზონაში მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალები გაიმართა.

იტალიის ნაკრებმა პირველი დაბრკოლება დაძლია და საკუთარ მოედანზე ჩრდილოეთ ირლანდია 2:0 დაამარცხა. ჯენარო გატუზოს გუნდი დიდ უპირატესობას ფლობდა, რაც გოლებში მეორე ტაიმში ასახა. ჯერ სანდრო ტონალიმ გაიტანა, ხოლო შემდეგ მოიზე კინმა. ამრიგად, 31 მარტს, იტალია სტუმრად ბოსნიასთან ითამაშებს.

ბოსნია კარდიფში, უელსთან 86-ე წუთამდე აგებდა, სანამ ედინ ჯეკო გაათანაბრებდა. საბოლოოდ, 1:1 და ყველაფერი პენალტებში გაირკვა, სადაც ბოსნიელებმა პირველივე დარტყმა გააცუდეს, მაგრამ შემდეგ ზედიზედ ოთხი გაიტანეს, მაშინ, როცა უელსელებმა ოთხიდან მხოლოდ ორი პენალტი შეაგდეს. ამრიგად, ბოსნია მუნდიალის საგზურისთვის იტალიას შინ დაუპირისპირდება.

შვედეთის ნაკრებმა გასვლაზე უკრაინის ნაკრები 3:1 დაამარცხა. მატჩის გმირი ვიქტორ გიოკერეში იყო, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა. შვედეთის მეტოქე ფინალში პოლონეთი იქნება, რომელიც შინ ალბანეთთან აგებდა, მაგრამ მეორე ტაიმში რობერტ ლევანდოვსკის და პიოტრ ჟიელინსკის გოლებით დააქამბექა და 2:1 მოიგო. ფინალი შვედეთში გაიმართება.

კოსოვოს ნაკრებმა ბრატისლავაში სლოვაკეთის ნაკრები 4:3 დაამარცხა დრამატულ მატჩში და ფინალში ითამაშებს, შინ თურქეთის ნაკრებთან, რომელმაც 1:0 სძლია რუმინეთის ნაკრებს. ასე რომ, კოსოვო ისტორიულ მიღწევასთან ერთ ნაბიჯშია.

დანიის ნაკრებს ჩრდილოეთ მაკედონიამ მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწია კონკურენცია, მაგრამ მეორე ნახევარში ოთხი უპასუხო გოლი გაუშვა და სკანდინავიელებმა 4:0 გაიმარჯვეს. ჩეხეთი საკუთარ მოედანზე ირლანდიასთან 0:2 მარცხდებოდა, მაგრამ ორივე გოლი გაქვითა და ყველაფერი პენალტებში გადაწყდა, სადაც ჩეხეთი ისევ აგებდა, მაგრამ ირლანდიელებმა ბოლო ორი პენალტი გააცუდეს და ჩეხეთი ფინალშია, სადაც მასპინძელი იქნება.

დანია - ჩრდ. მაკედონია 4:0 (3:0)

გოლები: 1:0 დამსგორი (49), 2:0 ისაკსენი (58), 3:0 ისაკსენი (59), 4:0 ნორგორი (76)

იტალია - ჩრდ. ირლანდია 2:0 (2:0)

გოლები: 1:0 ტონალი (56), 2:0 კინი (80)

პოლონეთი - ალბანეთი 2:1 (0:1)

გოლები: 0:1 ჰოქსა (42), 1:1 ლევანდოვსკი (63), 2:1 ჟიელინსკი (73)

სლოვაკეთი - კოსოვო 3:4 (2:1)

გოლები: 1:0 ვალიენტი (6), 1:1 ჰოდზა (21), 2:1 ჰარასლინი (45), 2:2 ასლანი (47), 2:3 მუსლია (60), 2:4 ჰაირიზი (72), 3:4 სტრელეცი (90)

უკრაინა - შვედეთი 1:3 (0:1)

გოლები: 0:1 გიოკერეში (6), 0:2 გიოკერეში (51), 0:3 გიოკერეში (72, პენ), 1:3 პონომარენკო (90)

უელსი - ბოსნია 1:1 (0:0) პენ: 2:4

გოლები: 1:0 ჯეიმსი (51), 1:1 ჯეკო (86)

ჩეხეთი - ირლანდია 2:2 (1:2) პენ: 4:3

გოლები: 0:1 პაროტი (19), 0:2 კოვარი (23, ა.გ), 1:2 შიკი (27, პენ), 2:2 კრეიჩი (86)

უეფას ზონის მუნდიალის პლეი-ოფის ფინალები


ბოსნია - იტალია

შვედეთი - პოლონეთი

კოსოვო - თურქეთი

ჩეხეთი - დანია

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090554