ფეხბურთი

2:27 | 27.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთმა ბრაზილია ამხანაგურ მატჩში დაამარცხა

საფრანგეთის ნაკრებმა ბრაზილიის ნაკრები ამხანაგურ მატჩში დაამარცხა.

შეხვედრა აშშ-ში შედგა და დიდიე დეშამის გუნდი 32-ე წუთზე კილიან მბაპემ დააწინაურა. მეორე ტაიმის დასაწყისში „მამლებს“ დაიო უპამეკანო გაუძევეს, მაგრამ რიცხობრივ უმცირესობაში საფრანგეთმა ბრაზილიას გოლი მაინც გაუტანა და უგო ეკიტიკემ სხვაობა ორამდე გაზარდა.

ბრაზილიის ნაკრების მაქსიმუმი პრესტიჟის გოლი იყო, რომელიც გლეისონ ბრემერმა გაიტანა და სხვაობა შეამცირა - 1:2.

ორივე ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება, ბრაზილიის ნაკრები 31 მარტს, ხორვატიას გაეჯიბრება, ხოლო საფრანგეთი 29 მარტს - კოლუმბიას.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.176941