სხვა

12:25 | 27.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

მეტელკინა: "თითოეული შეცდომით უფრო ძლიერები ვხდებით და არ ვნებდებით"

ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედლის მოპოვების შემდეგ ანასტასია მეტელკინამ კომენტარი გააკეთა.

მან და ლუკა ბერულავამ კიდევ ერთხელ დაწერეს ისტორია და საქართველოს მსოფლიოს ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში პირველი მედალი მოუტანეს. გამოსვლის შემდეგ ანასტასიამ თქვა:

„ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ეს ჩვენი პირველი მედალია მსოფლიოს ჩემპიონატზე და ასევე, იმიტომ, რომ სეზონი მაღალ ნოტაზე დავასრულეთ. მედალიც გვაქვს და ბევრი ემოციაც. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩვენს მომზადებაში იყო ჩართული - მწვრთნელებს, ფედერაციას. ყველაფერი გავაკეთეთ და მაქსიმუმის გაკეთებას ვეცდებით. შვებულების შემდეგ ყველა ახალ წესს განვიხილავთ და შემდეგ ვიმუშავებთ ადაპტაციაზე - ესაა ჩვენი საქმე, მაგრამ თუ ცვლილებას შევიტანდი, მოკლე პროგრამას 10 წამს დავამატებდი.

ლუკას უკვე აქვს რამდენიმე იდეა, მაგრამ მან თქვა, რომ აკრობატებთან მუშაობა დაგვჭირდება, რომ ისინი განვახორციელოთ. ეს ჩვენი საუკეთესო თავისუფალი პროგრამა არ იყო, მაგრამ არც ყველაზე ცუდი. რამდენიმე სერიოზული შეცდომა დავუშვით, მაგალითად, დაცემა და რამდენიმე პატარა შეცდომა. თუმცა, თითოეული შეცდომით უფრო ძლიერები ვხდებით და არ ვნებდებით. გავაგრძელებთ მუშაობას და გაუმჯობესებას. რაც შემეხება მე, უბრალოდ ბედნიერი ვარ, რომ სეზონი დასრულდა“, - აღნიშნა მეტელკინამ.

შეგახსენებთ, რომ ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ერთი თვის წინ ზამთრის ოლიმპიადაზეც ვერცხლის მედალი მოიპოვეს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092331