ფეხბურთი

10:30 | 27.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

მამარდაშვილი: "მეორე გოლის შემდეგ მოვდუნდით და კონცენტრაცია დავკარგეთ"

საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა ისრაელის ნაკრებთან ამხანაგური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„თამაში კარგად დავიწყეთ, პირველი ტაიმი კარგი იყო, გოლიც გავიტანეთ. მეორე გოლის შემდეგ მოვდუნდით, კონცენტრაცია დავკარგეთ და შესაბამისად, ორი გოლი გავუშვით. რთული თამაში გამოვიდა საბოლოო ჯამში, რადგან ვერ მოვიგეთ და ბოლო წუთები ცოტა რთული იყო“, - თქვა მამარდაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 29 მარტს, სტუმრად ლიეტუვის ნაკრებთან გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090457