კალათბურთი

9:46 | 27.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ორლანდომ" ცუდი სერია დაასრულა, ბითაძემ 6 ქულა ჩააგდო

NBA-ში ზედიზედ ექვსი მარცხის შემდეგ გამარჯვება მოიპოვა "ორლანდო მეჯიქმა", გოგა ბითაძეს გუნდმა საკუთარ მოედანზე "საკრამენტო კინგს" უმასპინძლა და მეტოქე 121:117 დაამარცხა.

"ორლანდომ" მატჩი კარგად დაიწყო და პირველ მეოთხედშივე 9-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა, რომელიც შემდეგ ხელიდან აღარ გაუშვა და საბოლოოდ ცუდი სერია დაასრულა. მასპინძელთა მხრიდან საუკეთესო იყო პაულო ბანკერო, რომელმაც 30 ქულა ჩააგდო. "საკრამენტოს" მხრიდან კი გამორჩეული მატჩი ჩაატარა დემარ დეროზანმა, მან მატჩი 33 ქულით დაასრულა.

გოგა ბითაძემ პარკეტზე 12:11 წუთი გაატარა, რა დროშიც ქართველმა ცენტრმა 6 ქულას, 2 მოხსნას და 1 ჩაჭრას მოუყარა თავი. გოგამ 3-დან 2 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო სროლა ჩააგდო.

შეგახსენებთ, რომ "ორლანდო" 39 მოგებითა და 34 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილს იკავებს, ხოლო მომდევნო მატჩს 30 მარტს "ტორონტო რეპტორსის" წინააღმდეგ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.14618