მსოფლიოს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლა გრძელდება, ინტერ-კონტინენტალურ პლეი-ოფში ორი ნახევარფინალური მატჩი გაიმართა, სადაც ბოლივიამ საკუთარ მოედანზე სურინამის ნაკრებს უმასპინძლა და 2:1 იმარჯვა, ხოლო იამაიკამ სტუმრად ახალი კალედონია მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
პლეი-ოფის ფინალში იამაიკის ნაკრები კონგო დრ ნაკრებს დაუპირისპირდება, ხოლო ბოლივია ერაყთან გაარკვევს მსოფლიო ჩემპიონატზე წამსვლელის ვინაობას. აღნიშნული მატჩები 1 აპრილს გაიმართება.
ევროპის ზონიდან მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრისთვის ბრძოლას: ბოსნია ჰერცეგოვინა-იტალია, შვედეთი-პოლონეთი, კოსოვო-თურქეთის და ჩეხეთი-დანიის ნაკრებები აგრძელებენ. ფინალური მატჩები 31 მარტს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე უკვე გავიდნენ ავსტრალია, ირანი, იაპონია, იორდანია, კატარი, საუდის არაბეთი, სამხრეთ კორეა, უზბეკეთი, ალჟირი, კაბო ვერდე, ეგვიპტე, განა, კოტ დივუარი, მაროკო, სენეგალი, სამხრეთ აფრიკა, ტუნისი, კანადა, მექსიკა, აშშ, არგენტინა, ბრაზილია, კოლუმბია, ეკვადორი, პარაგვაი, ურუგვაი, ახალი ზელანდია, ინგლისი, საფრანგეთი, ხორვატია, პორტუგალია, ნორვეგია, ნიდერლანდები, გერმანია, შვეიცარია, ესპანეთი, შოტლანდია, ავსტრია, ბელგია.







