ფეხბურთი

11:30 | 27.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ჯენარო გატუზო: "კარგი მეორე ტაიმი ჩავატარეთ და ახლა ფინალში ვართ, სადაც ურთულესი მატჩი გველის"

იტალიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალში ჩრდილოეთ ირლანდია 2:0 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა. მასპინძელთა მხრიდან გოლები სანდრო ტონალიმ და მოიზე კინმა გაიტანეს. მატჩის შემდეგ იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ Rai Uno-თან საუბარში შეხვედრა შეაფასა და ბოსნიაზეც გააკეთა კომენტარი.

„რთული მატჩი გამოვიდა. პირველ ტაიმში უკეთ უნდა გვეთამაშა, მაგრამ კონცენტრაცია შევინარჩუნეთ და კარგად ვითამაშეთ. ეს წინასწარ გადაწყვეტილი არ ყოფილა. თავად გავირთულეთ საქმე და ნელა დავიწყეთ, თუმცა მეორე ტაიმში ტემპს მოვუმატეთ და ახლა ფინალში ვართ. რთული შეხვედრა გველის: საჭიროა, სწორად აღვიდგინოთ ძალები. ხვალიდან უკვე ფინალზე უნდა ვიფიქროთ. მადლობა მინდა გადავუხადო ბერგამოს და გულშემატკივრებს.

რაც შეეხება ბოსნია ჰერცოგოვინას, ისინი 4-4-2 ტაქტიკით თამაშობენ, ჰყავთ გამოცდილი ფეხბურთელები და ყველაფერთან ერთად საკუთარ სტადიონზე თამაშის უპირატესობაც ექნებათ. ეს კიდევ ერთი ძალიან რთული მატჩი იქნება, ისევე როგორც დღევანდელი იყო, თუმცა გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ", - განაცხადა გატუზომ.

შგეხსენებთ, რომ ევროპის ზონიდან მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრისთვის ბრძოლას: ბოსნია ჰერცეგოვინა-იტალია, შვედეთი-პოლონეთი, კოსოვო-თურქეთის და ჩეხეთი-დანიის ნაკრებები აგრძელებენ. ფინალური მატჩები 31 მარტს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094464