ფეხბურთი

13:00 | 27.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

მანუელ ლოკატელი: "სირთულეებმა უფრო დაგვაახლოვა, ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც გატუზოსთვის იბრძვის"

იტალიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალში ჩრდილოეთ ირლანდია 2:0 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა.მატჩის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან მანეულ ლოკატელიმ ისაუბრა. მისი თქმით, ბოლოდროინელმა სირთულეებმა იტალიის ნაკრები უფრო გააერთიანა.

„ბოლო წლების სირთულეებმა კიდევ უფრო დაგვაახლოვა; ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც გატუზოსთვის იბრძვის. ის ჩვენი ლიდერია. დღევანდელი თამაში ძალიან რთული გამოვიდა, „დასაწყისში ძალიან აღელვებულები ვიყავით, გვინდოდა ანგარიში სწრაფად გაგვეხსნა. ტექნიკური შეცდომებიც დავუშვით, მაგრამ ყოველთვის ერთიანად ვთამაშობდით და მოთმინება გამოვიჩინეთ, რათა სწორ მომენტში დაგვეზიანებინა მეტოქე. ახლა უნდა წავიდეთ და ვითამაშოთ დიდი ფინალი. ვიცით, რომ რთული მატჩი გველოდება, მაგრამ მთავარი მიზანი გამარჯვებაა", - განაცხადა ლოკატელიმ.

შგეხსენებთ, რომ ევროპის ზონიდან მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრისთვის ბრძოლას: ბოსნია ჰერცეგოვინა-იტალია, შვედეთი-პოლონეთი, კოსოვო-თურქეთის და ჩეხეთი-დანიის ნაკრებები აგრძელებენ. ფინალური მატჩები 31 მარტს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095219