ფეხბურთი

14:50 | 27.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

იურგენ კლოპი: "სალაჰი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია"

"ლივერპულის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ჟურნალისტებთან ისაუბრა სადაც კომენტარი მოჰამედ სალაჰზე გააკეთა, რომელიც სეზონის ბოლოს "ლივერპულს" ოფიციალურად დატოვებს. გერმანელის, თქმით სალაჰი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.

"მო გამორჩეული ფეხბურთელია და ვთვლი, რომ ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესოა. როდესაც მასთან მუშაობ, იმავე რაღაცებს აკეთებ, რასაც სხვა ფეხბურთელთან ურთიერთობაში. ის წლების განმავლობაში შეტევის გამორჩეული ლიდერი იყო, ადვილი არ არის ფირმინოს და მანეს გვერდით თამაშისას მათზე ოდნავ მაღლა იყო, თუმცა სალაჰი ლიდერული თვისებებით გამოირჩეოდა და ამასთან მას მატჩის ბედის გადაწყვეტა ნებისმიერ მომენტში შეეძლო.

რაც შეეხება მის მომავალს, ვფიქრობ, მო სალაჰი, მისი მოტივაციიდან გამომდინარე, როგორიც რონალდოს აქვს, ჯერ არ გადავა საუდის არაბეთში, რადგან მგონია, რომ იქ [საუდის არაბეთში] გადასვლით კარიერა ფაქტობრივად სრულდება და მოს აქვს ის მოტივაცია, რომ კიდევ მაღალ დონეზე ითამაშოს. აქედან გამომდინარე მე მას იტალიის ერთ-ერთ გრანდში ვხედავ", - განაცხადა კლოპმა.

ცნობისთვის, მოჰამედ სალაჰმა 2017 წლიდან „ლივერპულში“ 435 შეხვედრაში 255 გოლი გაიტანა, რითაც კლუბის ყველა დროის ბომბარდირთა დავაში მესამე ადგილზეა. მან ოთხჯერ მოიგო პრემიერლიგა, ორჯერ ინგლისის ლიგის თასი, ასევე, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი, ასოციაციის თასი, ინგლისის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.

სალაჰი მანამდე „ბაზელის“, „ჩელსის“, „ფიორენტინას“ და „რომას“ შემადგენლობაში თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090594