ფეხბურთი

15:24 | 27.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა გადრანი: "ნაკრებში დებიუტით ბედნიერი ვარ, თუმცა შედეგით იმედგაცრუებული"

საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა ლუკა გადრანმა ისრაელთან გამართული ამხანაგური მატჩის შემდეგ (2:2) კომენტარი ისრაელის ტელევიზიასთან გააკეთა.

"საქართველოს ნაკრებში დებიუტით ძალიან ბედნიერი ვარ, თუმცა რა თქმა უნდა, შედეგით იმედგაცრუებულები ვართ. სახლში ვითამაშეთ და ფრე არ არის ის შედეგი, რასაც მატჩის წინ ველოდით, მაგრამ ეს ამხანაგური მატჩია და მომავალში უკეთეს მატჩებს ვიხილავთ“,

გადრანი ისრაელში შექმნილ ვითარებაზე

„არ მეშინია ისრაელში დაბრუნების, მაგრამ ცხადია, მინდა, რომ სიტუაცია დასრულდეს. ეს მხოლოდ ჩემთვის არ არის კარგი, იმედი მაქვს, რომ ყველაფერი დამშვიდდება და ჩვენ გავაგრძელებთ ჩვეულ რეჟიმში ცხოვრებას"

ბოლოს, "ბეითარის" ქართველ ფეხბურთელს კომენტარის გაკეთება ხვიჩა კვარაცხელიაზეც სთხოვეს...

კვარაცხელია საუკეთესო მოთამაშეა. ჩვენ ვხედავთ მის ხარისხს და იმას, რისი გაკეთებაც შეუძლია. ის სინამდვილეში არა მხოლოდ შესანიშნავი მოთამაშეა, არამედ საოცარი ადამიანია და ჩვენ ის გვიყვარს", - განაცხადა გადრანმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 29 მარტს, სტუმრად ლიეტუვის ნაკრებთან გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093071