მადრიდის "რეალის" გერმანელმა ფეხბურთელმა ანტონიო რუდიგერმა ჩემპიონთა ლიგაზე მიუნხენის "ბაიერნთან" გასამართ დაპირისპირებაზე ისაუბრა. მისი თქმით, "ბაიერნი" ევროპის საუკეთესო კლუბია და ახლა მათთან დაპირისპირებაზე ბევრად უფრო რთული გამოწვევა თითქმის არ არსებობს.
"რეალში" ყველამ კარგად ვიცით, რომ ვუპირისპირდებით აბსოლუტურად სტაბილურ და მსოფლიო კლასის გუნდს. "ბაიერნი" "არსენალთან" ერთად საუკეთესო გუნდია ევროპაში და ახლა მათთან დაპირისპირებაზე ბევრად უფრო რთული გამოწვევა თითქმის არ არსებობს. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმალურად გვბერავს და ვეცდებით დასახული მიზანს მივაღწიოთ. ბუნებრივია, რომ მიზანი ფინალში გასვლაა და ამ ტიტულის კიდევ ერთხელ მოგებაა", - განაცხადა რუდიგერმა.
შეგახსენებთ, რომ "რეალისა" და "ბაიერნის" პირველი მატჩი 7 აპრილს "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართება, ხოლო საპასუხო მატჩი მიუნხენში 15 აპრილს არის ჩანიშნული. ამ წყვილში გამარჯვებული კი ნახევარფინალში პსჟ - "ლივერპულის" წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.







