ფეხბურთი

17:47 | 27.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ რონალდუმ გუნდთან ერთად ივარჯიშა

"ალ ნასრისა“ და პორტუგალიის ნაკრების სუპერვარსკლავი კრიშტიანუ რონალდუ ვარჯიშს დაუბრუნდა, მან დღეს გუნდის საწვრთნელ პროცესში მონაწილეობა მიიღო. ამის ამსახველი ფოტო მასალა არაბული კლუბის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა.

კრიშტიანუ რონალდუმ ტრავმა 28 თებერვალს „ალ ფეიჰასთან“ მატჩში მიიღო, რის გამოც მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია. როგორც შემდგომ გაირკვა პორტუგალიელს ბარძაყის კუნთის დაზიანება ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუს საუდის არაბეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 22 მატჩში 21 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 2-ჯერ საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090239