ჩემპიონთა ლიგის ფინალის დაწყების დრო შეიცვალა. უეფამ გადაწყვეტილება ოფიციალურად დაადასტურა.
30 მაისს, ბუდაპეშტში გასამართი ფინალი ევროპის დროით 18:00 საათზე, შესაბამისად, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
უეფას განცხადებით, ეს დრო გულშემატკივრებისთვის უფრო ხელსაყრელი იქნება გადაადგილებისთვის, ასევე, საერთაშორისო დონეზე გულშემატკივრებისთვის უფრო მისაღები იქნება 18:00 საათზე ფინალის დაწყება და მასპინძელ ქალაქსაც მეტ მოგებას მოუტანს.
ჩემპიონთა ლიგის ფინალი აქამდე 21:00 საათზე (23:00) საათზე იწყებოდა, თუმცა, ჩემპიონთა თასის ფინალების ისტორიაში ყოფილა შემთხვევები, როცა მატჩი შუადღისას დაწყებულა.







