ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში სპორტულ ცეკვებში დიანა დევისი და გლებ სმოლკინი გამოვიდნენ.
ქართულმა წყვილმა მსაჯებისგან შეფასების სახით 79.34 ქულა დაიმსახურა, რაც მოკლე პროგრამაში მე-10 შედეგი გამოდგა. შესაბამისად, დევისი-სმოლკინი თავისუფალ პროგრამაში გადავიდნენ.
სპორტულ ცეკვებში თავისუფალი პროგრამა 28 მარტს გაიმართება. მანამდე, დღეს თავისუფალ პროგრამას ანასტასია გუბანოვა წარადგენს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვეს წყვილებში ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ, რითაც ისტორია კიდევ ერთხელ დაწერეს - ეს ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს პირველი მედალია.







