ფეხბურთი

21:15 | 27.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

10-კაციანი საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ლატვიასთან მარცხს გადაურჩა

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევროპის 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ლატვიის ნაკრებთან ითამაშა და ქულა მოიპოვა.

მეექვსე ტურის ეგიდით გამართულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს რთულ მდგომარეობაში მოუწია თამაში, რადგან 42-ე წუთზე მარჯვენა მცველი გიორგი გვასალია გააძევეს. შედეგად, ტაიმზე მეტი ხნის განმავლობაში 10 კაცით იყო.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ხოლო მეორე ნახევრის სტარტზე მარკუს სტროდსმა ლატვიის ნაკრები დააწინაურა. მიუხედავად ამისა, სვანაძის გუნდმა ბოლომდე იბრძოლა, წაგებას თავი მაინც აარიდა.

ეს ირაკლი იეგოიანის დიდი დამსახურებაა, რომელმაც 85-ე წუთზე მახვილი კუთხიდან ზუტად დაარტყა და წონასწორობა აღადგინა. იეგოიანს შეეძლო სულაც დუბლი შეესრულებინა და მატჩის გმირი გამხდარიყო. 89-ე წუთზე მაკრატელა დარტყმით სცადა გატანა, მაგრამ მეკარემ მოიგერია და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები 6 ქულით ჯგუფში მეოთხე პოზიციას იკავებს, მომდევნო შეხვედრას კი 31 მარტს, ისევ ქუთაისში, მალტასთან ჩაატარებს.

საქართველო - ლატვია 1:1 (0:0)

ქუთაისი, „რამაზ შენგელია“

საქართველო (4-3-3): ბერუაშვილი; გვასალია, ამისულაშვილი (პარკაძე 73), ნარიმანიძე, ხარებაშვილი (ტაბატაძე 73); სიგუა, დადიანი, იეგოიანი; ჯაფარიძე (ცეცხლაძე 61), ჩიქოვანი (გიუნაშვილი 43), ბართიშვილი (დეისაძე 73)

გოლები: 0:1 სტროდსი (53), 1:1 იეგოიანი (85)

გაძევება: გვასალია (42)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090764