თურქეთის სუპერლიგის 24-ე ტურში მარკის რიდის „ტრაბზონსპორმა“ საკუთარ მოედანზე „ბაჰჩეშეჰირთან“ საკუთარ მოედანზე 71:81 წააგო.
მარკის რიდმა 32 წუთში 14 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა. საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა 11-დან 4 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.
„ტრაბზონსპორი“ 16 მოგებით და 8 წაგებით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 4 აპრილს, „ტოფაშთან“ სტუმრად ჩაატარებს.







