ფეხბურთი

23:39 | 27.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

პანიჩელიმ სეზონი დაასრულა

„სტრასბურის“ არგენტინელმა ფორვარდმა ხოაკინ პანიჩელიმ სეზონი დაასრულა.

23 წლის ფეხბურთელმა ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა, რის გამოც მიმდინარე სეზონში ვერ ითამაშებს და მსოფლიოს ჩემპიონატსაც გამოტოვებს.

პანიჩელის შესანიშნავი სეზონი აქვს (40 მატჩში 20 გოლი ყველა ტურნირზე) - ლიგა 1-ში 16 გოლით საუკეთესო ბომბარდირია, შესაბამისად, არგენტინის ნაკრების განაცხადში მოხვედრის შანსი ჰქონდა. თუმცა, ტრავმის გამო ეს გამოირიცხა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.166448