ანასტასია გუბანოვამ ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-10 ადგილი დაიკავა.
გუბანოვამ თავისუფალ პროგრამაში მსაჯებისგან 128.89 ქულა დაიმსახურა, მოკლე პროგრამის ჩათვლით ჯამში 198.81 ქულა დააგროვა, რაც საუკეთესო ათეულში მოსახვედრად საკმარისი გამოდგა. ანასტასია მოკლე პროგრამის შემდეგ მეექვსე იყო, მაგრამ თავისუფალი პროგრამა შეიძლება ითქვას, რომ მაღალ დონეზე ვერ შეასრულა. მან მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა.
მსოფლიოს ჩემპიონი იაპონელი კაორო საკამოტო გახდა, კარიერაში მეოთხედ. ასევე იაპონელმა მონე ჩიბამ ვერცხლი, ხოლო ბელგიელმა ნინა პინძარონემ ბრინჯაო მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვეს წყვილებში ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ, რითაც ისტორია კიდევ ერთხელ დაწერეს - ეს ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს პირველი მედალია.
28 მარტს მსოფლიოს ჩემპიონატი დასრულდება, სპორტულ ცეკვებში თავისუფალ პროგრამაში გლებ სმოლკინი და დიანა დევისი იასპარეზებენ.







