„პარი სენ-ჟერმენი“ დამდეგ ზაფხულს ხვიჩა კვარაცხელიას გაყიდვას არ აპირებს. ამის შესახებ იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იტყობინება.
როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, პსჟ-ს გეგმა ნათელია - კვარაცხელიას შენარჩუნება, მიუხედავად იმისა, რომ ინგლისური კლუბების მხრიდან ინტერესი არსებობს.
„ბოლო დროს გავრცელებული ჭორების მიუხედავად, ინგლისური კლუბების მხრიდან ინტერესის შესახებ, პსჟ-ს გეგმა ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით ნათელია - მნიშვნელოვან ფეხბურთელად მიაჩნიათ და პარიზში მისი შენარჩუნება სურთ. კვარაცხელიას კონტრაქტი ძალაში 2029 წლის ზაფხულამდეა და სეზონში ბონუსების ჩათვლით 11 მილიონს გამოიმუშავებს“, - წერს სკირა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „პარი სენ-ჟერმენში“ ერთი წლის განმავლობაში საფრანგეთის ჩემპიონატი, საფრანგეთის თასი, საფრანგეთის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასი მოიგო. მან პსჟ-ს მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 69 მატჩში 20 გოლი გაიტანა და 15 საგოლე პასი მიითვალა.





