კალათბურთი

2:41 | 28.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას 9 ქულა და "ბარსელონას" ზედიზედ მესამე მოგება ევროლიგაში

ევროლიგის 34-ე ტურში „ბარსელონამ“ „ცრვენა ზვეზდას“ უმასპინძლა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში, ოვერტაიმში დაამარცხა.

ოთხი პერიოდის შემდეგ გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, რის გამოც დამატებითი 5-წუთეული დაინიშნა, რომელშიც „ბარსამ“ მეტოქეს 17:13 აჯობა და საბოლოოდ, 92:88 გაიმარჯვა.

თორნიკე შენგელიამ ბელგრადული გუნდის წინააღმდეგ 31 წუთში 9 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. თორნიკემ 4-დან 2 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 3 სამქულიანი ააცილა.

„ბარსელონა“ ევროლიგაში ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა, რის შედეგადაც, 20 მოგებით და 14 წაგებით მერვე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 2 აპრილს, „ჟალგირისს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096029