ლევერკუზენის „ბაიერმა“ ავსტრიული „ზალცბურგიდან“ 18 წლის ბოსნიელი ტალანტი კერიმ ალაიბეგოვიჩი გამოისყიდა.
გერმანულ გუნდს ნიჭიერი შემტევის ტრანსფერი 8 მილიონი ევრო დაუჯდა და კონტრაქტი 2031 წლის ზაფხულამდე გაუფორმა. კერიმი „ფარმაცევტებს“ ზაფხულიდან შეუერთდება. ბოსნიელით სხვა გუნდებიც ინტერესდებოდნენ, მაგრამ "ლევერკუზენს" 8 მილიონად მისი შეძენის უპირატესი უფლება ჰქონდა, რაც მოლოდინისამებრ გააქტიურა.
ალაიბეგოვიჩს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. მან მიმდინარე სეზონში „ზალცბურგის“ მაისურით 36 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა, ხოლო ბოსნიის ნაკრებში 7 შეხვედრაში 1 გოლი აქვს გატანილი.
მუნდიალის პლეი-ოფის ნახევარფინალში ბოსნიამ უელსთან დიდწილად მისი დამსახურებით მოიგო: 18 წლის შემტევმა, რომელიც შეცვლაზე შევიდა, ჯერ საგოლე პასი მიითვალა, შემდეგ კი, პენალტების სერიაში ბოლო, გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი გაიტანა.





