ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელმა რაფინიამ შეკრება ტრავმის გამო დატოვა. მას მარჯვენა ბარძაყის კუნთის დაზიანება აქვს, რაც ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამაც დაადასტურა.
რაფინია ბარსელონაში დაბრუნდება, სადაც მის მდგომარეობას კატალონიური კლუბის პერსონალი შეაფასებს. ჯერჯერობით, ტრავმის ხარისხი უცნობია.
რაფინიამ მიმდინარე სეზონში „ბარსელონას“ მაისურით ყველა ტურნირზე 31 მატჩში 19 გოლის გატანა მოახერხა.





