ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ნეიმარზე დასმულ შეკითხვაზე პასუხს თავი აარიდა და როგორც თქვა, კმაყოფილია იმ ფეხბურთელებით, რომლებიც ახლა გამოიძახა:
„ჩემი აზრით, ვინისიუსს და რაფინიას არაფერი აკლიათ. ვინი ყოველთვის სახიფათოა, განსხვავებას ვერ ვხედავ. თავდამსხმელი გოლს ყოველთვის ვერ გაიტანს. საფრანგეთთან ორივემ კარგად შეასრულა თავისი სამუშაო.
ნეიმარზე ფანების ჩანტები? ახლა უნდა ვისაუბროთ მათზე, ვინც გუნდშია, ვინც ითამაშა, ყველაფერი გაიღო, შესაძლებლობები გამოავლინა და ძალიან ბევრი იშრომა, ამ ფეხბურთელებით კმაყოფილი ვარ“, - თქვა ანჩელოტიმ.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ნაკრები საფრანგეთის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში 1:2 დამარცხდა.







