აშშ-ს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ განაცხადა, რომ მის გუნდს მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება შეუძლია.
როდესაც ჰკითხეს, თუ ვინ მოიგებს მუნდიალს, უპასუხა, რომ რატომაც არა - აშშ...
„ნამდვილად უნდა გვჯეროდეს, რომ შეგვიძლია ამის მიღწევა. უნდა ვიოცნებოთ. ოცნებები რეალობას შთააგონებს. თუ ვიტყვით, რომ გამარჯვება არ შეგვიძლია, ეს ნეგატიურ განწყობას შექმნის, არ იქნება ოპტიმისტური. აქ ვარ, რადგან მჯერა, რომ გამარჯვება შეგვიძლია და შემიძლია ხალხსაც იგივე ვუთხრა - დაიჯერონ. უნდა გადავცეთ ადამიანებს კარგი ენერგია და დადებითი ემოციები, რათა მათ ნამდვილად დაიჯერონ და მხარი დაგვიჭირონ“, - თქვა პოჩეტინომ.
შეგახსენებთ, რომ მუნდიალის მასპინძელი აშშ ჯგუფურ ეტაპზე პარაგვაის, ავსტრალიას, ასევე, თურქეთს ან კოსოვოს შეხვდება.







