ფეხბურთი

12:50 | 28.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

კაზემირო: "მანჩესტერის" დატოვების შესახებ გადაწყვეტილება საბოლოოა"

კაზემირომ განაცხადა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედს“ სეზონის ბოლოს დატოვებს და გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

ბრაზილიელმა ამის შესახებ რამდენიმე ხნის წინ გამოაცხადა, მაგრამ „მანჩესტერის“ ფანები ყოველ თამაშზე უმღერიან და კიდევ ერთი სეზონით დარჩენას სთხოვენ. თუმცა, როგორც ჩანს, ის გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს:

„მანჩესტერში” ჯერ კიდევ ძალიან ბედნიერი ვარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ განცხადება უკვე ოფიციალურია. ნამდვილად მჯერა, რომ გადაწყვეტილება მიღებულია და საბოლოოა. ახლა კარგად ვგრძნობ თავს. ვფიქრობ, „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ბოლო რამდენიმე თამაშში ემოციურად რთული მომენტები იქნება“, - აღნიშნა კაზემირომ.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, რომელსაც „პორტუსა“ და „რეალშიც“ უთამაშია, „მანჩესტერის“ მაისურით 2022 წლიდან დღემდე 155 მატჩში 24 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093822