საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელებმა გოლის ავტორმა ირაკლი იეგოიანმა და ნიკოლოზ დადიანმა ლატვიასთან მატჩის (1:1) შემდეგ კომენტარი გააკეთეს.
ირაკლი იეგოიანი: „რთული თამაში იყო, წითელი ბარათის გამო 10 კაცით თამაში მოგვიწია, მაგრამ მეორე ტაიმში ერთიანობით კარგად ვითამაშეთ. ერთად წინ წავალთ და მალტასთან მეორე მატჩი უნდა მოვიგოთ“.
ნიკოლოზ დადიანი: „საკმაოდ დიდი უპირატესობა გვქონდა, მაგრამ გაძევების შემდეგ უკან დავიხიეთ, შემოგვიტიეს და სამწუხაროდ გოლი გავუშვით. თუმცა, მიუხედავად ამისა, არ დავნებდით. გავათანაბრეთ და ყველამ მაქსიმუმი გავაკეთეთ, რომ კიდევ გაგვეტანა, რომ მოგვეგო. დარწმუნებული ვარ, ყველაფერს ვიზამთ, რომ მომდევნო შეხვედრაში დამაჯერებლად მოვიგოთ და გულშემატკივარს სანახაობაც ვაჩვენოთ“.
შეგახსენებთ, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები 6 ქულით ჯგუფში მეოთხე პოზიციას იკავებს, მომდევნო შეხვედრას კი 31 მარტს, ისევ ქუთაისში, მალტასთან ჩაატარებს.





