ფეხბურთი

15:58 | 28.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ბერნარდო სილვა: "მანჩესტერი უფრო სამხრეთით რომ იყოს, "სიტიში" სამუდამოდ დავრჩებოდი"

„მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელმა ბერნარდო სილვამ განაცხადა, რომ მანჩესტერი უფრო მეტად სამხრეთული ქალაქი რომ იყოს, „სიტიში“ კარიერის ბოლომდე დარჩებოდა.

„ჩემს ცხოვრებაში ორი მხარე მაქვს: ერთი, რაც ფეხბურთს უკავშირდება და კიდევ მეორე ცხოვრების. არ ვამბობ, რომ მანჩესტერი არ მომწონს, მაგრამ კულტურულად, ეს ის არ არის, რაც მინდა ცხოვრებაში. უფრო სამხრეთით რომ ყოფილიყო, სამუდამოდ აქ დავრჩებოდი, რადგან მიყვარს ეს გუნდი”, - თქვა პორტუგალიელმა.

ბერნარდო სილვამ „მანჩესტერ სიტიში“ 2017 წლიდან 449 მატჩში 76 გოლი გაიტანა. ის კლუბს სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, მაგრამ ჯერ უცნობია სად გააგრძელებს კარიერას.

ბერნარდო „სიტიმდე“ „მონაკოს“ და „ბენფიკას“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.161682