კალათბურთი

10:58 | 28.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ორმაგ დუბლამდე მხოლოდ 1 მოხსნა: სანდრო მამუკელაშვილის მორიგი მაგარი მატჩი და "ტორონტოს" გამარჯვება "ნიუ ორლეანთან"

NBA-ში მორიგი შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა სანდრო მამუკელაშვილმა, ხოლო მისმა "ტორონტო რეპტორსმა" საკუთარ მოედანზე "ნიუ ორლენი" 119:106 დაამარცხა.

სანდრო მამუკელაშვილი თავისი გუნდის რიგებში ერთ-ერთი გამორჩეული იყო და ქართველს ორმაგ დუბლამდე მხოლოდ 1 მოხსნა დააკლდა. საერთო ჯამში სანდრომ პარკეტზე 21:25 წუთი გაატარა და ხსენებულ დროში 18 ქულას, 9 მოხსნას, 2 შედეგიან გადაცემას, 1 ჩაჭრასა და 1 დაფარებას მოუყარა თავი. მამუკელაშვილმა 9-დან 4 ორქულიანი, 5-დან 3 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო სროლა ჩააგდო.

შეგახსენებთ, რომ "ტორონტო" 41 მოგებითა და 32 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილს იკავებს, ხოლო მომდევნო შეხვედრას 30 მარტს "ორლანდო მეჯიქთან" გამართავენ. ამრიგად NBA-ში კიდევ ერთხელ ვიხილავთ ორი ქართველის დაპირისპირებას.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.17312