არგენტინის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ფაზაში ამხანაგური მატჩი ჩაატარა და მავრიტანიის ნაკრებს "ბომბონერაზე" უმასპინძლა.
„ალბისელესტეს“ წესით, ესპანეთთან ფინალისიმა უნდა ეთამაშა, მაგრამ მატჩი გაუქმდა და მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონსაც ძალიან სუსტ მეტოქესთან სპარინგი მოუწია, რომელსაც მოკრძალებულად, 2:1 აჯობა.
ანგარიში ენცო ფერნანდესმა გახსნა, რასაც მალევე ნიკო პასის შესანიშნავი ჯარიმა მოჰყვა და სხვაობა ორამდე გაიზარდა. მეორე ტაიმში მავრიტანიამ სიდი ბუნა ამარის გოლით ჩამორჩენა შეამცირა და მატჩიც ასე დასრულდა.
არგენტინის ნაკრები მომდევნონ სპარინგს 31 მარტს, ზამბიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს, ხოლო მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ალჟირს, ავსტრიას და იორდანიას შეხვდება.







