ფეხბურთი

14:00 | 28.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" სეზონის გადამწყვეტ ეტაპზე რაფინიას გარეშე დარჩა

„ბარსელონას“ რაფინია მინიმუმ ერთი თვით გამოაკლდა. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა საფრანგეთთან ამხანაგურ მატჩში ბარძაყის კუნთის ტრავმა მიიღო, რის გამოც 4-5 კვირა იუქმებს.

ამრიგად, „ბარსას“ რაფინიას გარეშე თამაში „ატლეტიკოსთან“ სამჯერ (ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე), „ესპანიოლთან“, „სელტასთან“, „ხეტაფესთან“, პოტენციურად ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში და „ოსასუნასთან“ მოუწევს.

რაფინიამ მიმდინარე სეზონში „ბარსელონას“ მაისურით ყველა ტურნირზე 31 მატჩში 19 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090378