საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა, დღეს, მიხეილ მესხის სათადარიგო სტადიონზე ყაზახეთის ასაკობრივ გუნდთან ახმანაგური მატჩი გამართა და მეტოქე დიდი ანგარიშით - 6:2 დაამარცხა.
შეხვედრაში ანგარიში ნიკოლოზ შალიკიანმა 28-ე წუთზე, სტანდარტული სიტუაციიდან გახსნა, პირველი ტაიმის მიწურულს კი ნიკოლოზ ბენდელიანმა სხვაობა ისევ სტანდარტული სიტუაციიდან ორამდე გაზარდა.
მეორე ტაიმის სტარტზე, ნიკოლოზ ბერიკაშვილმა სტუმრებს მესამე გოლი გაუტანა. 78 წუთზე საბა ჩხეტიანმა პენალტი ზუსტად შეასრულა, 90-ე და 93 წუთებზე კი თენგო ნებულიშვილმა და შოთიკო დიაკონიძემ სხვაობა ოთახმდე გაზარდეს.
ზურაბ ხიზანიშვილის გუნდი, შემდეგ მატჩს ისევ ყაზახეთის წინააღმდეგ, მიხეილ მესხი 2-ზე, 30 მარტს, 14:00 საათზე გამართავს.





