ფეხბურთი

20:54 | 28.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" რაფინიას ტრავმის გამო FIFA-გან კომპენსაციას მიიღებს

„ბარსელონას“ რაფინია მინიმუმ ერთი თვით გამოაკლდა. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა საფრანგეთთან ამხანაგურ მატჩში ბარძაყის კუნთის ტრავმა მიიღო, რის გამოც 4-5 კვირა იუქმებს.

იქიდან გამომდინარე, რომ რაფინია მოედანზე გასვლას ერთ თვეზე მეტხანს ვერ შეძლებს, ეს პერიოდი აღემატება ფიფას კლუბების დაცვის სქემით მოთხოვნილ მინიმუმს, რომელიც ზედიზედ 28 დღეა და ამის გამო, "ბარსელონა" FIFA-გან კომპენსაციის სახით 143 836 ევროს მიიღებს. აღნიშნულ ინფორმაციას Diario SPORT-ი ავრცელებს

ამრიგად, „ბარსას“ რაფინიას გარეშე თამაში „ატლეტიკოსთან“ სამჯერ (ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე), „ესპანიოლთან“, „სელტასთან“, „ხეტაფესთან“, პოტენციურად ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში და „ოსასუნასთან“ მოუწევს.

რაფინიამ მიმდინარე სეზონში „ბარსელონას“ მაისურით ყველა ტურნირზე 31 მატჩში 19 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091912