ფეხბურთი

21:53 | 28.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

გოლი ზედიზედ მესამე მატჩში: ჩუბინიძემ ინგლისში კვლავ გაიტანა

დღეს,სამხრეთის ლიგის მატჩები გაიმართა, სადაც "დორჩესტერ თაუნი", რომლის ღირსებასაც გიორგი ჩუბინიძე იცავს სტუმრად "უოლტონ & ჰერშამს" დაუპირისპირდა და 1:3 დამარცხდა.

გიორგი ჩუბინიძემ მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და მოედანზე 66-ე წუთზე შემოვიდა, იმ დროს მისი გუნდი უკვე 0:3 მარცხდებოდა, თუმცა ახალგაზრდა ფეხბურთელს თავის გამოჩენისთვის დიდი დრო არ დასჭირვებია — შემოსვლიდან სულ რაღაც სამ წუთში, მან გოლის გატანა მოახერხა და ანგარიშში სხვაობა შეამცირა.

აღსანიშნავია, რომ ჩუბინიძისთვის ეს ზედიზედ მესამე მატჩია, სადაც მეტოქის კარის აღება შეძლო.

გიორგი ჩუბინიძე ინგლისის პრემიერლიგის "ბორნმუთის" 19-წლამდელთა გუნდის წევრია. ის სეზონის ბოლომდე იჯარით "დორჩესტერში" თამაშობს. ქართველმა სამხრეთ ლიგაში უკვე 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი 3 გოლით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093165