34 წლის ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, სადაც ჩარლსტონის WTA 500- ქულიან (თიხა) ტურნირში იღებს მონაწილეობას.
ქართველმა ჩოგბურთელმა ტურნირში მონაწილეობა საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო და დღეს, კვალიფიკაციის ნახევარფინალში ესპანელ ალიონა ბოსლოვა ზადოინოვს დაუპირისპირდა, რომელიც 3 სეტში 6:0, 2:6, 7:6 დაამარცხა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. ქართველმა პირველი სეტი დამაჯერებლად და პრობლემების გარეშე მოიგო, თუმცა შემდეგ ესპანელმა თამაში გამოასწორა და საბოლოო ჯამში მატჩის ბედი ტაიბრეიკში გადაწყდა, სადაც ეკატერინემ 8-6 იმარჯვა.
გორგოძე კვალიფიკაციის ფინალში ხორვატ დონა ვეკიჩის დაუპირისპირდება, აღნიშნული დაპირისპირება ხვალ ჩვენი დროით 18:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ ეკატერინე გორგოძე ATP რეიტინგში 167-ე ადგილზე იმყოფება, ხოლო უშუალოდ ამ ტურნირე მე-10 ნომრად არის განთესილი. ჩარლსტონის საპრიზო ფონდი დაახლოებით 2.5 მილიონი დოლარია.







