ფეხბურთი

0:22 | 29.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ედგარას იანკაუსკასი: "საქართველო ძლიერი გუნდია, თუმცა ისრაელთან მატჩში მათი სუსტი წერტილები დავინახეთ"

ლიტვის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ედგარას იანკაუსკასმა საქართველოსთან გასამართ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა, სადაც ხვალინდელ მატჩზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს ნაკრებს ძლიერი გუნდი ჰყავს, თუმცა მან ქართველების თამაშში სუსტი წერტილებიც დაინახა, რომლის გამოყენებასაც ვალინდელ მატჩში ეცდებიან.

„საქართველო ძლიერი გუნდია, ერთი ფენომენალური მოთამაშით, რომელსაც მთელი მსოფლიო იცნობს. გარდა ამისა ისინი საკმაოდ ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობენ, თუმცა ნამდვილად არ მინდა მათი განდიდება, რადგანისრაელთან მატჩში დავინახეთ, რომ გოლებს ისინიც უშვებენ და აქვთ სუსტი მხარეებიც. ხვალინდელ დაპირისპირებაში წარმატების მისაღწევად მთელ ძალისხმევას ჩავდებთ და ვეცდებით მათი სუსტი წერტილები გამოვიყენოთ", - განაცხადა იანკაუსკასმა.

ლიტველმა სპეციალისტმა ასევე შეაფასა მოლდოვასთან 2:0 მოგებული მატჩი და საკუთარი გუნდის თამაშით კმაყოფილება გამოხატა:

„ვიდეოების გადახედვის შემდეგ მივხვდი, რომ ის მატჩი რეალურად კიდევ უკეთესი იყო, ვიდრე ლაივ რეჟიმში ჩანდა, ეს იყო აბსოლუტური დომინაცია. არ მინდა მეტოქის დონე შევაფასო, მაგრამ სასიხარულოა, რომ პირველიდან ბოლო წუთამდე ვაჩვენეთ სოლიდური თამაში. მხოლოდ მეორე ტაიმის დასაწყისში მივეცით ოპონენტებს ერთი სახიფათო მომენტის შექმნის სესაძლებლობა", - თქვა ლიეტუვის მწვრთნელმა.

შეგახსენებთ, რომ ლიეტუვასა და საქართველოს ამხანაგური მატჩი, ხვალ 29 მარტს 17:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.159525