ფაბრიციო რომანომ საკუთარ იუთუბ არხზე ხვიჩა კვარაცხელიას "არსენალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა. ცნობილი ინსაიდერის განცხადებით 2026 წლის ზაფხულში ქართველი შემტევის ტრანსფერი ლონდონურ კლუბში ფაქტობრივად გამორიცხულია.
რომანოს თქმით, "პარი სენ-ჟერმენი" ხვიჩა კვარაცხელიას გაყიდვას საერთოდ არ განიხილავს და მეტიც, კლუბი მასზე დიდ იმედებს ამყარებს. ტრანსფერს ასევე ის ფაქტიც გამორიცხავს, რომ თავად ფეხბურთელიც პარიზში თავს ბედნიერად გრძობს და არსად წასვლაზე არ ფიქრობს.
ამ ყველაფერთან ერთად, დღეს ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემა TEAMtalk-მა გვაუწყა, რომ "ჩელსისა" და "არსენალის" შემდეგ, პსჟმ კვარაცხელიას ტრანსფერზე "ლივერპულიც" მკაცრი უარით გაისტუმრა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „პარი სენ-ჟერმენში“ ერთი წლის განმავლობაში საფრანგეთის ჩემპიონატი, საფრანგეთის თასი, საფრანგეთის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასი მოიგო. მან პსჟ-ს მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 69 მატჩში 20 გოლი გაიტანა და 15 საგოლე პასი მიითვალა.





