ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში დასრულდა ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიოს ჩემპიონატი, სადაც ბოლოს სპორტულ ცეკვებში დიანა დევისი და გლებ სმოლკინი გამოვიდნენ, რომლებმაც მე-10 ადგილი დაიკავეს.
თავისუფალ პროგრამაში მათ 119.31 ქულა მიიღეს და საერთოდ ჯამში გამოსვლა 198.65 ქულით მე-10 ადგილზე დაასრულეს.
მსოფლიოს ჩემპიონობა ფრანგებმა, ფურნიე ბოდრიმ და გიიომ სიზერონმა მოიპოვეს.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი საქართველოსთვის ისტორიული გამოდგა, რადგან ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა ვერცხლის მოპოვება შეძლო, რაც საქართველოს ისტორიაში პირველი მედალია მსოფლიოს ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში.







