სხვა

10:28 | 29.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ცხოვრებაძის 10 გოლი ხორვატიის ჩემპიონატში

ხორვატიის ხელბურთის ჩემპიონატში საჩემპიონო ჯგუფის მეექვსე ტურში „ზაგრებმა“ „დუგო სელო“ 40:29 დაამარცხა, ხოლო გიორგი ცხოვრებაძემ შესანიშნავად ითამაშა.

ქართველი ხელბურთელი მოედანზე საუკეთესო იყო - მან მეტოქის კარი 10-ჯერ დალაშქრა და გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.

„ზაგრები“ უდანაკარგოდ ლიდერობს გათამაშების სატურნირო ცხრილს და მომდევნო მატჩს 11 აპრილს, „გორიცასთან“ სტუმრად ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.161313