ნიკა ეგაძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
როგორც მან თქვა, არ არის კმაყოფილი საკუთარი თავით და შეეძლო უკეთესი შედეგი ეჩვენებინა.
„ვცდილობდი უბრალოდ მშვიდად ვყოფილიყავი და ნერვიულობის გარეშე მესრიალა. მოკლე პროგრამამ გავლენა არ მოახდინა ჩემს მომზადებაზე. არ ვარ კმაყოფილი საკუთარი თავით, ყველაფრის უკეთ გაკეთება შეიძლებოდა. მთავარი გაკვეთილი, რაც ამ სეზონიდან ვისწავლე, არის ის, რომ საკუთარ თავს უნდა მოვუსმინო. ჯერ არ მაქვს წარმოდგენა შემდეგი სეზონისთვის. სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ოლიმპიური თამაშები იყო, რადგან ეს ჩემი პირველი ოლიმპიადა იყო“, - თქვა ეგაძემ.
შეგახსენებთ, რომ ნიკა ეგაძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-11 ადგილი დაიკავა.







