ფეხბურთი

15:55 | 29.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა ლიეტუვასთან მატჩში ცნობილია

საქართველოს ეროვნული ნაკრები სულ მალე ლიეტუვის ნაკრებთან კაუნასში ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.

ვილი სანიოლის გუნდის ძირითადი შემადგენლობა ცნობილია, რომელშიც ოთხი ცვლილებაა წინა შეხვედრასთან შედარებით.

აღსანიშნავია, რომ ითამაშებს გიორგი ჩაკვეტაძე, რომელმაც ბოლო სანაკრებო თამაში ერთი წლის წინ სომხეთთან ჩაატარა. მის გარდა, სასტარტოში არიან ლაშა დვალი, ირაკლი აზაროვი და ზურიკო დავითაშვილი, რომლებიც ისრაელთან მოედანზე პირველივე წუთიდან არ იყვნენ.

ლიეტუვა (3-4-2-1): გერტმონასი; არმალასი, უტკუსი, ტუტისკინასი; შირვისი, ვორობიოვასი, გინეიტისი, ლასიჩკასი; სირგედასი, ბურბა; კუჩისი

საქართველო (3-5-2): მამარდაშვილი; გადრანი, ბერიაშვილი, დვალი; მამაგეიშვილი, მექვაბიშვილი, ჩაკვეტაძე, დავითაშვილი, აზაროვი; კვარაცხელია, მიქაუტაძე

შეგახსენებთ, რომ მატჩი 17:00 საათზე დაიწყება. საქართველო ლიეტუვას აქამდე 8-ჯერ შეხვედრა - 4 მოგება, 1 ფრე, 3 წაგება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.182643