გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ ესპანეთის ლიგა ენდესას 24-ე ტურში „სარაგოსასთან“ საკუთარ მოედანზე 99:76 მოიგო და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა.
გიორგი შერმადინმა 16 წუთში 15 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 7-დან 5 ორქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 22 გამოდგა.
შერმადინი შედეგიანობით მხოლოდ თანაგუნდელებს - მარსელინო უერტასს და ბრუნო ფიტიპალდოს ჩამორჩა, რომლებმაც შესაბამისად, 20 და 18 ქულა ჩააგდეს.
„ტენერიფე“ 15 გამარჯვებით და 9 მარცხით მე-6 საფეხურზეა, ხოლო მომდევნო ტურში 5 აპრილს, „ფორსა ლეიდას“ ესტუმრება.







